კალათბურთი

22:33 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითას” “კაკტუსთან” წაგება ჩაუთვალეს

საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ განიხილა 2015-2016 წლების სეზონის ა-ლიგაში მოასპარეზე კლუბ "კაკტუსის" პრეზიდენტის ალექსანდრე დავითულიანის განცხადება.

შეგახსენებთ, რომ განცხადების შინაარსი ეხებოდა საკალათბურთო კლუბ „ვითას“ მიერ „კაკტუსის“ უცხოელი მოთამაშის კლარენს ჯექსონის გადაბირებას.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობამ მოისმინა ორივე საკალათბურთო კლუბის ხელმძღვანელთა ახსნა-განმარტება ზემოხსნებულის თაობაზე და მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:

- 2016 წლის 30 იანვარს კლუბ „კაკტუსის“ და კლუბ „ვითას“ თამაშის შედეგი გაუქმდეს;

- კლუბ „ვითას“ ჩაეთვალოს ტექნიკური წაგება 20:0 და არ დაერიცხოს წაგებისთვის განკუთვნილი 1 ქულა;

- კლუბ „ვითას“ დამატებით რეგულარული ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში ჩამოაკლდეს 1 ქულა.

www.gbf.ge

0.116181