ჩოგბურთი

21:09 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

შაფათავა “რიო ოუფენის” წყვილთა ტურნირში ითამაშებს

ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ბრაზილიურ რიო დე ჟანეიროში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 250 ათასი დოლარი) ერთეულთა გათამაშებას კვალიფიკაციაში გამოეთიშა, წყვილებში კი ძირითად ბადეში იასპარეზებს.

შაფათავა ესპანელ ლაურა პოუს-ტიოსთან გახლავთ შეამხანაგებული და პირველ რაუნდში ძალებს მე-4 ნომრად განთესილ პარაგვაულ-არგენტინულ დუეტთან (ვერონიკა სეპედე როიგი-მარია ირიგოიენი) მოსინჯავს.

“რიო ოუფენის” მეოთხედფინალში გასვლის შემთხვევაში, შაფათავა და პოუს-ტიო 60-60 სარეიტინგო ქულას მიიღებენ.

0.113861