ფეხბურთი

14:06 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბარსა” დონარუმას აკვირდება

იტალიური “მილანის” 16 წლის მეკარე ჯანლუიჯი დონარუმას კატალონიის “ბარსელონა” აკვირდება. გამოცემა sky sport-ის ინფორმაციით, იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “მილანისა” და “ჯენოას” მატჩს ესპანური გუნდის სკაუტები ესწრებოდნენ, რომელთაც დონარუმას ნახვა უშუალოდ საქმეში სურდათ.

ჯერჯერობით, უცნობია თუ რამდენად რეალურია ტრანსფერის განხორციელების შანსი, მით უფრო ახლო მომავალში, მაგრამ ფაქტია, რომ იტალიელმა კიპერმა თავისი კარგი თამაშით ასაკის მიუხედავად სახელი უკვე გაითქვა.

მიმდინარე სეზონში დონარუმას, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს 17 წლის გახდება, სერია A-ში 17 თამაში აქვს ჩატარებული.

0.123253