ჩოგბურთი

14:42 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ქალ ჩოგბურთელთა ნაკრები მსოფლიოში 29-ეა

საქართველოს ქალ ჩოგბურთელთა ნაკრებმა ფედერაციის თასის რეიტინგში 29-ე ადგილზე გადაინაცვლა. მსოფლიო კლასიფიკაცია თებერვალში გამართული სანაკრებო მატჩების შემდეგ განახლდა და ქართველმა გოგონებმა ხუთსაფეხურიანი წინსვლა განიცადეს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელის ქალაქ ეილატში გამართულ ფედერაციის თასის I ჯგუფის ევრო-აფრიკული ზონის გათამაშებაში, მაკა ჩახნაშვილი-რანცინგერის კაპიტნობით, საქართველოს ნაკრებმა (სოფო შაფათავა, ეკატერინე გორგოძე, ოქსანა კალაშნიკოვა, სოფო ქვაცაბაია) უმთავრესი მიზანი შეასრულა.

ქართველმა ჩოგბურთელებმა ჯგუფში სამხრეთ აფრიკას 3:0 სძლიეს, შემდეგ დიდ ბრიტანეთთან 1:2 წააგეს, ბოლოს კი ბულგარეთი 2:1 დაამარცხეს და მეხუთე-მეექვსე ადგილები გაიყვეს, რაც პირველ ჯგუფში დარჩენის წინაპირობა გახლდათ.

ახლა, საქართველოს ქალთა ნაკრების მონაგარი 1486.50 ქულაა. ქართველი ჩოგბურთელები 30-ე ადგილზე მყოფ შვედეთს სულ რაღაც 1.5 ქულით უსწრებენ, 28-ეზე კი ყაზახეთია 1517.50 ქულით.

0.114898