13-14 თებერვალს კიევში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 7 მედალი მოიპოვა.
ვერცხლის მედლები გოგა აფრიამაშვილმა (71), ვლადიმერ გეგეშიძემ (85) და ვასილ იმერლიშვილმა (98) დაისაკუთრეს, ბრინჯაოს მფლობელები კი არჩილ თურმანიძე (66), გიორგი ჯავახია (71), გიორგი დათუნაშვილი (75) და თორნიკე ძამაშვილი (80) გახდნენ. ნაკრებს ოთარ ტატიშვილი და ვაჟა ბოძაშვილი ხელმძღვანელობდნენ.
აფრიამაშვილმა (71) მოლდოველი დანიელ კატარაგა და უკრაინელი ოლეგ ანტონოვი 8-0 დაამარცხა, ნახევარფინალში თანაგუნდელ გიორგი ჯავახიას მინიმალური ანგარიშით 3-2 მოუგო, ფინალში კი ირანელ აზიმ გარმსირისთან 3-5 დამარცხდა. ჯავახიამ ალჟირელ ბოუჯემლინს და უკრაინელ ბოჰდან კაბინს 8-0 მოუგო, მესამე ადგილისათვის შეხვედრაში კი უკრაინელი ოლეგ ანტონოვი 8-0 დაამარცხა.
თორნიკე ძამაშვილმა (80) ირანელი იოუსეფ აკბარი 7-2 დაამარცხა, ნახევარფინალში კი ასევე ირანელ მაჰდი ფალაჰამიდაბადისთან 3-6 დამარცხდა. ბრინჯაოსთვის შეხვედრაში მან უკრაინელ ანდრეი ბელიხს 8-0 მოუგო.
ვასილ იმერლიშვილმა (98) ფინალამდე უკრაინელი მიკოლა კრისოვი და ირანელი დავუდ განირანგი ერთნაირი ანგარიშით 4-0 დაამარცხა, ფინალში კი უკრაინელ დმიტრი ტიმჩენკოსთან დათმო შეხვედრა 1-13.
გეგეშიძემ (85) უკრაინელები ანტონ ოლინიკი 11-0 და იური შხრიუბა 8-7 დაამარცხა, ფინალში კი მასპინლების მოქმედ მსოფლიო ჩემპიონ ჟან ბელენიუკთან დამარცხდა 2-5.
თურმანიძემ (66) პირველ შეხვედრაში უკრაინელი სერგეი ჰარკუშა 15-7 დაამარცხა, შემდეგ შეხვედრაში კი ასევე უკრაინელ – მომავალ ჩემპიონ დენის დემიანკოვთან დამარცხდა თანაბარ ბრძოლაში 0-2. დამამშვიდებელ წრეში მან მოლდაველ მაქსიმ მამულატს მოუგო აშკარას უპირატესობით 8-0, ბრიჯნაოსთვის შეხვედრაში კი ირანელი ვაჰიდ მირფატოლაჰი სუფთად დაამარცხა.
ამავე წონაში გიორგი დავითაია პირველივე წრეში დამარცხდა უკრაინელ არტურ პოლიტაევთან 2-6 და ასპარეზობას გამოეთიშა.
გიორგი დათუნაშვილმა (75) ასპარეზობა უკრაინელი ვიტალი კურცენკოს ძლევით დაიწყო 10-0, ნახევარფინალში კი მასპიძელ დმიტრო არაბიჟისთან 3-7 დამარცხდა. ბრინჯაოს შეხვედრაში უკრაინელი დმიტრო ხალიჩაზე პინკოვი ტრამვის გამო არ გამოცხადდა.
გოდერძი დავითაძემ (59) პირველ შეხვედრაში უკრაინელ ბალიცკის 3-1 სძლია, მომდევნო შეხვედრაში იევგენ მიაგკისთან დამარცხდა და სანუგეშო წრეში გადაერთო, სადაც უკრაინელი ანდრეი მარტინიუკი 4-4-ზე დაამარცხა. მესამე ადგილისათვის შეხვედრაში დავითაძე უკრაინელ დმიტრო ციმბალიუკთან ვერას გახდა – 4-12 და მეხუთზე ადგილზე გავიდა.
ლევან არაბულმა (130) უკრაინელი მიკოლა კუჩმი 5-2 დაამარცხა, ნახევარფინალში მასპინძელ იგორ დიდიკთან 1-6 წააგო, მესამე ადგილისათვის შეხვედრაში კი ირანელ 4-6 დამარცხდა.
თავისუფალ ჭიდაობაში მხოლოდ ერთ წარმომადგენელი თორნიკე ალადაშვილი (86) გვყავდა, რომელმაც პირველ შეხვედრაში ბრაზილიელი ადრიან ჯაუდე 5-3 დაამარცხა, მომდევნო წრეში კი ირანელ რეზა ბაიატთან 1-8 წააგო და ასპარეზობას გამოეთიშა.
www.wrestling.ge