ფეხბურთი

3:35 | 15.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერი" დუმს, "მილანი" ევროზონას უახლოვდება (+VIDEO)

იტალიის სერია A-ს XXV ტურის ცენტრალური მატჩი შაბათს გაიმართა, მაგრამ არც კვირა დღეს ჩაუვლია უინტერესოდ. ფლორენციაში, “ფიორენტინამ” მილანის “ინტერი” ყველა კომპონენტში დაჩაგრა და მესამე ადგილი დაიბრუნა. “მილანმა” კი მოძულე მეტოქის მარცხით კარგად ისარგებლა და უკვე ორ ქულამდე მიუახლოვდა.

“არტემიო ფრნაკიზე” შეკრებილმა გულშემატკივრებმა დრამატული მატჩი და ლამაზი მატჩი იხილეს, რომელსაც არც გატანილი გოლები აკლდა, არც სეივები, არც წითელ-ყვითელი ბარათები და არც ვნებათაღელვა... საბოლოო ჯამში “იებმა” დამსახურებული სამი ქულა ირგუნეს, რადგან მეტოქეს ერთი თავით აჯობეს. პაულო სოუზას გუნდი საქმეს თავიდანვე სერიოზულად მოეკიდა და საწყის ოც წუთში გატანა არაერთხელ მართებდა, თუმცა შესანიშნავად ირჯებოდა სამირ ჰანდანოვიჩი. სლოვენიელმა კიპერმა ფედერიკო ბერნარდესკისა და იოსიპ ილიჩიჩის სახიფათო იერიშები მარტომ განმუხტა. ვერ გაიტან, გაგიტანენო და 26-ე წუთზე სტუმართა იშვიათი შეტევა გოლით დასრულდა. როდრიგო პალასიომ საჯარიმოში უმეთვალყურეოდ დატოვებული ბროჟოვიჩი შენიშნა და ხორვატმაც ტყავის სფეროს ადგილი კარის ბადეში მიუჩინა. ტაიმის დამთავრებამდე “ვიოლამ” უპირატესობა ისევ ხელთ იგდო, მაგრამ გოლი მაინც ვერ გაიტანა.

სამაგიეროდ, მეორე ნახევარში “ინტერი” გოლს ვეღარ გადაურჩა. ჯერ ესპანელმა ბორხა ვალერომ ახლო მანძილიდან თავით დალაშქრა მანამდე გაუვალი ჰანდანოვიჩის კარი, ხოლო ზედ ბოლო წუთზე მოედანზე ახლადშესულამ ხუმა ბაბაკარმა გაიტანა. გოლი დიდწილად მაურო სარატეს დამსახურება იყო – არგენტინელმა საჯარიმოში კარგად ითამაშა და კარშიც დაარტყა, მაგრამ სლოვენიელმა მეკარემ უხეიროდ, ცხვირწინ მოიგერია. ჰანდანოვიჩმა შეცდომა გამოასწორა, როცა დამატებაზე ბაბაკარს აუღო, მაგრამ ბურთი ისევ სენეგალელ ფორვარდს მიუბრუნდა და ამჯერზე აღარ შემცდარა – 2:1. “ფიორენტინამ” ამ გამარჯვებით სამეულში ადგილი დაიბრუნდა და “რომას” 2 ქულით გაასწრო. “ინტერის” მდგომარეობა კი იმდენად მძიმეა, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციაზე რობერტო მანჩინი არ გამოჩენილა/

“ინტერნაციონალეს” წაფორხილებით კარგად ისარგებლა “მილანმა”, რომელმაც დღის პირველ შეხვედრაში “ჯენოას” მოუგო. ლომბარდიელები თავიდანვე უპირატესობას დაუფლნენ და უკვე მე-5 წუთზე ანგარიში გახსნენ. კეისუკე ჰონდმა ბოლომდ ეიბრძოლა და თითქმის გადასულ ბურთს მიუსწრო, საჯარიმოშიც ჩააწოდა და იქ კარლოს ბაკამ ყველაფერი იდეალურად გააკეთა – 1:0. “როსონერიმ” მეორე გოლი 64-ე წუთზე შეაგდო. თავი უკვე ჰონდამ გამოიჩინა, ვინც 35 მეტრიდან აიღო მატია პერინის კარი. ამ ეპიზოდში რამდენადაც კარგად დაარტყა იაპონელმა, იმდენად დააგვიანა რეაგირების მოხდენა იტალიის ნაკრების კარის დარაჯმა. დარჩენილ დროში “მილანმა” გამარჯვებამდე საქმე ბოლომდე მიიყვანა. ოდენ ბოლო წუთზე გაუშვა გოლი ახლახან “ჯენოაში” გასხვისებულ ალესიო ჩერჩისგან, თუმცა ამას შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. სინიშა მიხაილოვიჩის გუნდს უკვე 7 თამაშია არ წაუგია და გარდა იმისა, რომ მე-6 ადგილი დასაკუთრებული აქვს, ევროპა ლიგის ზონას მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩება და არც სამეული ჩანს მაინცდამაინც ძალიან შორს...

“მილანი” – “ჯენოა” 2:1 (1:0) (მიმოხილვა)

მილანი, “სან სირო”

მაყურებელი: 34 000

“მილანი” (4-4-2): დონარუმა; დე შილიო, ალექსი, რომანიოლი, ანტონელი; ჰონდა, მონტოლივო (პოლი 83), ბერტოლაჩი, ბონავენტურა; ბაკა (ბალოტელი 88), ნიანგი (მენესი 77)

მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; დე მაიო, ბურდისო, იცო (ლაზოვიჩი 65); ფიამოცი, რიგონი, დზემაილი (ნტჩამი 77), გაბრიელ სილვა; სუსო (ჩერჩი 46), მატავცი, ლაქსალტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 ბაკა (5), 2:0 ჰონდა (64), 2:1 ჩერჩი (90)

გაფრთხილება: რომანიოლი (90) – რიგონი (67)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 13 (9) – 4 (2) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 5:3 თამაშგარე: 5:3

მსაჯი: ჯანპოლო კალვარეზე

“პალერმო” –“ტორინო” 1:3 (1:2) (მიმოხილვა)

პალერმო, “რენცო ბარბერა”

მაყურებელი: 18 000

“პალერმო” (4-3-3): სორენტინო (ალასტრა 37); რისპოლი, გოლდანიგა (ანდელკოვიჩი 14), გონსალესი, მორგანელა; ჰილიერმაკი (ტრაიკოვსკი 76), ბრუგმანი, ჩოჩევი; ვასკესი, ჯილარდინო, ქუაისონი

მწვრთნელი: ჯოვანი ტედესკო

“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი, გლიკი, მორეტი; ძაპაკოსტა (გ. სილვა 70), ბენასი, ვივესი, ბაზელი, ბრუნო პერესი (მილონარო 59); ბელოტი, იმმობილე (მარტინესი 82)

მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა

გოლები: 1:0 ჯილარდინო (2), 1:1 იმმობილე (19, პენ), 1:2 გონსალესი (21, ა.გ), 1:3 იმმობილე (69)

გაფრთხილება: ვივესი (40), გლიკი (43)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 16 (8) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ანჯელო ჩერველერა

“სამპდორია” – “ატალანტა” 0:0 (0:0)

გენუა, “მარასი”

მაყურებელი: 22 000

“სამპდორია” (3-4-2-1): ვივიანო; კასანი, რანოკია, სილვესტრე; დოდო, ფერნანდო, სორიანო (ბარეტო 87), ივანი; კორეა (მურიელი 75), კასანო (ალვარესი 60); კვალიარელა

მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა

“ატალანტა” (4-3-3): სპორტიელო; კონტი, მაზიელო, ტოლოი, დრამე; ფრეულერი (ჩიგარინი 58), დე რუნი, კურტიჩი; გომესი, პინილია (ბორიელო 65), დიამანტი (რაიმონდი 80)

მწვრთნელი: ედუარდო რეია

გაფრთხილება: ივანი (30), სილვესტრე (42) – დე რუნი (26), დიამანტი (76), გომესი (78), ბორიელო (86)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 5 (2) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 7:6 თამაშგარე: 1:2

მსაჯი: ანტონიო დამატო

“უდინეზე” – “ბოლონია” 0:1 (0:0)

უდინე, “ფრიული”

მაყურებელი: 12 000

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; დანილო, ფელიპე, ჰეტრო; ედენილსონი, კუჟმანოვიჩი (ფერნანდესი 64), ლოდი, ჰალფრედსონი, არმერო; ტერო (დი ნატალე 77), მატოსი (ძაპატა 58)

მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო

“ბოლონია”

მწვრთნელი: რობერტო დონადონი

გოლი: 0:1 დესტრო (79)

გაფრთხილება: გასტალდელო (73)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 9 (4) – 6 (3) ბურთის ფლობა: 54%-46% კუთხურები: 8:5 თამაშგარე: 7:0

მსაჯი: კარმინე რუსო

“ფიორენტინა” – “ინტერი” 2:1 (0:1) (მიმოხილვა)

ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”

მაყურებელი: 28 000

“ფიორენტინა” (4-4-1-1): ტატარუშანუ; რონკალია, როდრიგესი, ასტორი, ალონსო; ბერნარდესკი, ბორხა ვალერო, ვესინო (ტინო კოსტა 87), ტელო (სარატე 58); ილიჩიჩი (ბაბაკარი 87); კალინიჩი

მწვრთნელი: პაულო სოუზა

“ინტერი” (4-3-3): ჰანდანოვიჩი; ნაგატომო, მურილო, მირანდა, ალექს ტელეში; კონდოგბია, მედელი, ბროჟოვიჩი; ედერი (პერიშიჩი 71), იაკრდი, პალასიო (დ’ამბროზიო 84)

მწვრთნელი: რობერტო მანჩინი

გოლები: 0:1 ბროჟოვიჩი (26), 1:1 ბორხა ვალერო (60), 2:1 ბაბაკარი (90)

გაფრთხილება: ალონსო (47), კალინიჩი (75) – ალექს ტელეში (11, 82), მედელი (11), იკარდი (28), ბროჟოვიჩი (68), პალასიო (77)

გაძევება: სარატე (90) – ალექს ტელეში (82), კონდოგბია (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (8) – 4 (1) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 7:4 თამაშგარე: 3:5

მსაჯი: პაოლო მაცოლენი

თეგებისერია A
0.117593