გერმანიის ბუნდესლიგის XXI ტურის ბოლო სათამაშო დღეს მიუნხენის “ბაიერნმა” დორტმუნდის “ბორუსიასთან” რვა ქულიანი უპირატესობა დაიბრუნა. ჰამბურგში კი, ადგილობრივმა გუნდმა მოგება გაიხსენა.
“ბაიერნი” დაცვის გარეშეც იგებს. ყოველშემთხვევაში პეპ გავრდიოლას გუნდს ვერაფერი დააკლო ერთბაშად ოთხი ცენტრალური მცველის არ ყოფნამ და მიუნხენურმა გიგანტმა “აუგსბურგს” ადვილად მოუგო. “რეკორდმაისტერის” რიგებში მორიგი დუბლი მიითვალა რობერტ ლევანდოვსკიმ. პოლონელმა პირველი გოლი ინდვიდუალური ოსტატობის ხარჯზე გაიტანა, როცა ტომას მიულერისგან ბურთის საჯარიმოში კარისკენ ზურგით მდგომმა მიიღო და იმდენი ქნა, რომ კარში ზუსტად დაარტყა – 0:1. პირველ ტაიმში სტუმართა მცდელობის მიუხედავად აღარაფერი შეცვლილა. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში ისევ ლევანდოვსკიმ იყოჩაღა და სხვაობა გაზარდა. აღნიშნულ ეპიზოდში უდავოდ გამოსარჩევია ტიაგო ალკანტარას დიდებული საგოლე პასი. მერე მიულერმაც გაიტანა – ჩვეულ სტილში, შესაშური საგოლე ალღო გამოავლინა. ერთადეთი რაც მასპინძლებმა გაახერხეს, რაულ ბობადილიას პრესტიჟის გოლი იყო, როდესაც მიუნხენელთა დაცვის ხაზი აშკარად ჩავარდა. ასე და ამგვარად, “ბაიერნი” მდევარ “დორტმუნდს” ისევ სოლიდური, 8 ქულიანი ჰანდიკაპით უსწრებს.
ოთხ მატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა “ჰამბურგმა”. არადა, ბრუნო ლაბადიას გუნდისთვის მიონხენგლადბახის “ბორუსიასთან” მატჩი კარგად არ დაწყებულა. მე-14 წუთზე მასპინძლები შეტევაში გაერთნენ და სტუმართა კონტრშეტევა გამოეპარათ, რომელიც ამერიკელმა ფაბიან ჯონსონმა ზუსტი დარტყმით დაასრულა. ტაიმი მაინც “ჰამბურგმა” მოიგო. ჯერ საჯარიმოში შექმნილი არეულობის შედეგად ჰინტერეგერმა საკუთარი კარი აიღო, ხოლო ორ წუთში ლატვიელმა რუდნევსმა მშვენიერი გოლი გაიტანა. აღსანიშნავია, რომ ბალტიისპირელ ფორვარდს ასისტენტობა მეკარე რენე ადლერმა გაუწია. მეორე ტაიმში გუნდებმა გოლები გაცვალეს – ჯერ ილიჩევიჩმა სპაჰიჩის თავვური პასის შედეგად ასევე თავით გაიტანა, ხოლო ბრაზილიელი რაფაელის გოლი სტუმართათვის მეტისმეტად გვიანი აღმოჩნდა – 3:2.
“ჰამბურგი” – “გლადბახი” 3:2 (2:1) (მიმოხილვა)
ჰამბურგი, ვოლკპარკშტადიონი
მაყურებელი: 56 706
“ჰამბურგი” (4-2-3-1): ადლერი; საკაი, კლებერი, სპაჰიჩი, ოსტრზელოკი; იუნგი, ჰოლტბი; მიულერი (ილიჩევიჩი 66), ჰანტი (კაჩარი 90), დრმიჩი; რუდნევსი (დიკმაიერი 79(
მწვრთნელი: ლაბადია
“გლადბახი” (4-4-2): სომერი; ნორდვეიტი, კრისტენსენი, ჰინტერეგერი (ჰრგოტა 88), ვენდტი; აზარი (ჰოფმანი 82), დაჰუდი (ტარორე 57), ქსაკა, ჯონსონი; სტინდლი, რაფაელი
მწვრთნელი: შუბერტი
გოლები: 0:1 ჯონსონი (14), 1:1 ჰინტერეგერი (38, ა.გ), 2:1 რუდნევსი (41), 3:1 ილიჩევიჩი (80), 3:2 რაფაელი (88)
გაფრთხილება: კლებერი (29), დრმიჩი (84), იუნგი (90) – ნორდვეიტი (51)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 17 (8) – 10 (4) ბურთის ფლობა: 43%-57% კუთხურები: 3:6 თამაშგარე: 3:4
მსაჯი: აიტეკინი
“აუგსბურგი” – “ბაიერნი” 1:3 (0:1) (მიმოხილვა)
აუგსბურგი, WWK არენა
მაყურებელი: 30 660
“აუგსბურგი” (4-2-3-1): ჰიტცი; ვერჰაეგი, ჰონგი (იანკერი 71), კლავანი, მაქსი; კორი, გოუველეუვი; კოო (ეშვეინი 55), ტროხოვსკი (მორავეკი 54), საიუბი; ბობადილა
მწვრთნელი: ვეინზიერლი
“ბაიერნი” (4-1-4-1): ნოიერი; ლამი (როდე 83), კიმიჩი, ალაბა, ბერნატი; ვიდალი (რაფინია 62); რობენი, მიულერი, ალკანტარა, დუგლას კოშტა (კომანი 83); ლევანდოვსკი
მწვრთნელი: გვარდიოლა
გოლები: 0:1 ლევანდოვსკი (15), 0:2 ლევანდოვსკი (62), 0:3 მიულერი (78), 1:3 ბობადილა (86)
გაფრთხილება: მიულერი (72)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 7 (2) – 24 (10) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 2:5 თამაშგარე: 1:0
მსაჯი: მეიერი