კალათბურთი

22:55 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვითას” ცოტა დააკლდა

თბილისის “ვითას” ვთბ-ლიგაში განცდილი ზედიზედ 19 მარცხის შემდეგ, პირველი გამარჯვების მოპოვების კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა, ისიც ვერ გამოიყენა და არცთუ ძლიერ ტალინის “კალევთან” 77:78 წააგო.

შეხვედრა თბილისის ახალ სპორტის სასახლეში შედგა და ვითელები პირველი ტაიმის შემდეგ 11 ქულით ჩამორჩნენ. მასპინძლები მე-2 ნახევარში უკეთ გამოიყურებოდნენ და სხვაობა ერთ ქულამდეც დაიყვანეს, თუმცა, წარმატებამდე ცოტა დააკლდათ.

“ვითას” რიგებში საუკეთესონი ტრადიციულად ამერიკელი ლეგიონერები იყვნენ. ომარ ტომასმა 28 ქულა და 12 მოხსნა მოაგროვა, ხოლო ანდრე ჯონსმა 19 ქულა ჩააგდო. გუნდის მორიგმა ახალწვეულმა დანიელ ბეჯარანომ 11 ქულა მიითვალა.

ქართულ კლუბს მომდევნო მატჩი ისევ შინაურ კედლებში ელის. 17 თებერვალს “ვითა” ფინურ “ბაიზონსს” უმასპინძლებს.

0.13556