კალათბურთი

20:15 | 14.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სანიკიძეს ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დააკლდა

ვიქტორ სანიკიძის “ტედ ანკარა კოლეჯლილერმა” თურქეთის ჩემპიონატში “იესილგირესუნთან” სტუმრად 87:90 წააგო, ქართველ ფორვარდს კი ორმაგ დუბლამდე 1 მოხსნა დაკლდა.

სანიკიძე ანკარელთა სასტარტო ხუთეულში იყო და 32 წუთში 15 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი და დაფარება მოაგროვა. ვიქტორმა 3-დან 2 ორქულიანი, 5-დან 3 სამქულიანი და 5-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 5-ჯერ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო.

სტუმართა რიგებში საუკეთესო ლიტველი მარტინას გეჩევიჩიუსი იყო, რომელმაც 10-დან 5 სამქულიანი გამოიყენა და 22 ქულა მიითვალა. “იესილგირესუნის” რიგებში ქართული პასორტის მქონე ქუინტონ ჰოსლიმ 39 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 4 ჩაჭრა მიითვალა.

სანიკიძის კლუბი 7 მოგებით და 11 მარცხით 16-გუნდიან ლიგაში მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 28 თებერვალს მანუჩარ მარკოიშვილის “დარუშაფაკას” წინააღმდეგ ჩაატარებს.

“დარუშაფაკას” მე-18 ტურის მატჩი 15 თებერვალს უწევს, როდესაც “უშაკ სპორტიფს” უმასპინძლებს.

0.132685