ჭადრაკი

13:46 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნანა ძაგნიძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა

თეირანში(ირანი), ქალ მოჭადრაკეთა გრან პრის გათამაშების მეორე ტურის პარტიები ჩატარდა. რაღა თქმა უნდა, ქართველი გულშემატკივრებისათვის გამორჩეულ ინტერესს ნანა ძაგნიძისა და ნინო ბაციაშვილის თამაში იწვევს. პირველ ტურში გაკეთებული ყაიმის შემდეგ ძაგნიძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა, რომელმაც შავებით გუნინა(რუსეთი) დაამარცხა. რაც შეეხება ბაციაშვილს, ამ ტურნირზე მან ზედიზედ მეორე ყაიმი ჟუ ვენჟუნის წინააღმდეგ თამაშის დროს გააკეთა.

მესამე ტურში ძაგნიძე ტურნირის რეიტინგ ფავორიტ კონერუს ( ინდოეთი ), ხოლო ბაციაშვილი ჟაო ქსიუს ( ჩინეთი) ეთამაშება.

მეორე ტურის შეხვედრათა ტექნიკური შედეგები

გუნინა - ძაგნიძე 0-1

ბაციაშვილი - ჟუ ვენჟუნი 0,5-0,5

სტეფანოვა -ცზაო სიუ 0,5-0,5

კონერუ - ჟუკოვა 0,5-0,5

პოგონინა -კრამლინგი 1-0

ხადემალშარიე- დრონოვალი 0,5-0,5

სატურნირო მდგომარეობა ორი ტურის შემდეგ

  1. პოგონინა- 2 ქულა

2-5. ძაგნიძე, ჟუკოვა, კონერუ, ჟუ ვენჟუნი- 1,5-1,5

6-8. ბაციაშვილი, ხადემალშარიე, სტეფანოვა 1-1

9-10. დრონოვალი, ჟაო ქსიუ 0,5-0,5

11-12. გუნინა, კრამლინგი 0-0

მესამე ტურის შეხვედრათა განრიგი

ჟაო ქსიუ-ბაციაშვილი

ჟუკოვა -სტეფანოვა

ძაგნიძე-კონერუ

დრონოვალი-გუნინა

კრამლინგი-ხადემალშარიე

ჟუ ვენჟუნი-პოგონინა

0.114297