ფეხბურთი

13:38 | 13.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

გუდიონსენი და სოლსკიაერი ერთად

ვეტერანი ისლანდიელი თავდამსხმელი ეიდურ გუდიონსენი ევროპაში დაბრუნდა და კარიერას ნორვეგიულ “მიოლდეში” გააგრძელებს. ამის შესახებ სკანდინავიური გუნდის ვებგვერდი იუწყება. 37 წლის ფორვარდი “მიოლდეს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეურთდა. აღსანიშნავია, რომ ვეტერან თავდამსხმელს ახალ გუნდში ახლო წარსულში ცნობილი ნორვეგიელი ფეხბურთელი, “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფორვარდი ოლე გუნარ სოლსკიაერი გავწრთნის.

გუდიონსენი ბოლოს ჩინურ “ჩიცზიაჩჟუანში” ირჯებოდა, რომლის ღირსება 14 მატჩში დაიცვა და ერთი გოლის გატანა შეძლო.

შეგახსნებთ, გუდიონსენს თავის დროზე ლონდონის “ჩელსიში” და კატალონიის “ბარსელონაში” უთამაშია, ხოლო მისი ბოლო ევროპული გუნდი “ბოლტონი” იყო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.103333