“რომამ” სერია A-ში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო და როგორც იქნა სამეულში შეაღწია. მართალია, რომაელების კონკურენტებს XXV ტურის შეხვედრები ჯერ არ ჩაუტარებიათ, მაგრამ თვითონ ფაქტი – მიჯრით მოპოვებული 12 ქულა, “ჯალოროსის” წისქვილზე უნდა ასხამდეს წყალს.
ლუჩანო სპალეტის ხელში “რომამ” თამაშის ხარისხიც გამოასწორა და შედეგიც. დედაქალაქელებმა ამჯერზე აუტსაიდერი და გასავრდნად გამზადებული “კარპი”, მოდენაში, “სტადიო ბრალიაზე” შიწირეს. არადა, მიუხედავად დიდი უპირატესობისა, სტუმრებს სამი ქულა ადვილად არ მოუპოვებიათ. მეტიც, პირველმა ტაიმმა საერთოდ უგოლოდ განვლო, ხოლო 84-ე წუთზე ედინ ჯეკოს გოლის გემო რომ არ გაეხსენებინა, ვინ იცის, იქნებ ვერც მოეგოთ.
სწორედ ბოსნიელი ფორვარდის ზუსტი დარტყმა აღმოჩნდა გადამწყვეტი, რადგან მანამდე ლუკას დინიეს გოლს მასპინძLებსაც გოლით ეპასუხათ. წერტილი კი ჯეკოს გოლიდან ერთ წუთში მოჰამედ სალაჰმა დასვა. საერთოდ, ეგვიპტელი “რომას” ლიდერად დღითიდღე ყალიბდება. ახლა, სპალეტის შეგირდებს მთავარი გამოცდა 17 თებერვალს ელოდებათ – ჩემპიონთა ლიგაზე, მადრიდის “რეალთან” თამაში.
“კარპი” – “რომა” 1:3 (0:0) VIDEO
მოდენა, “სტადიო ბრალია”
მაყურებელი: 9 000
“კარპი” (3-5-2): ბელეკი; გალიოლო (ვერდი 86), რომანიოლი, სუაგერი; საბელი, კოფიე, კრიმი, ლოლო, ლეტიცია; მანკოსუ (ლასანია 55), მბაკოგუ (დი გაუდიო 79)
მწვრთნელი: ფაბრიციო კასტორი
“რომა” (4-2-3-1): შჩესნი; ფლორენცი, რუდიგერი, მანოლასი, დინიე; ნაინგოლანი, ვაინკე; სალაჰი (ემერსონი 90), პეროტი, ელ შაარავი (პიანიჩი 46); ჯეკო
მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი
გოლები: 0:1 დინიე (56), 1:1 ლასანია (61), 1:2 ჯეკო (84), 1:3 სალაჰი (85)
გაფრთხილება: სუაგერი (37), მანკოსუ (40), გალიოლო (47), მბაკოგუ (54), ლასანია (76)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 6 (2) – 17 (10) ბურთის ფლობა: 33%-67% კუთხურები: 4:6 თამაშგარე: 2:1
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო