ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო მეკარედ დასახელდა. ტურინის “იუვენტუსის” კარის დარაჯმა ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა “ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვა დიდი უპირატესობით მოიგო.
ჯიჯიმ ხმათა 44% დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ ფრანგ ფაბიენ ბარტეზს მთელი 27%-ით აჯობა. მესამე-მეოთხე ადგილები კი რუს ლევ იაშინსა და გერმანელ ოლივერ კანს ერგოთ – 7%.
“ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვაში მონაწილეობა ჯამში 24 548 ადამიანმა მიიღო. რაც შეეხება საუკეთესო ათეულს, შემდეგნაირია:
1. ჯანლუიჯი ბუფონი (იტალია) – 44%
2. ფაბიენ ბარტეზი (საფრანგეთი) – 17%
3-4. ოლივერ კანი (გერმანია) – 7%
3-4. ლევ იაშინი (რუსეთი) – 7%
5-6. იკერ კასილიასი (ესპანეთი) – 6%
5-6 მანუელ ნოიერი (გერმანია) – 6%
7. ედვინ ვან დერ საარი (ჰოლანდია) – 3%
8-9.პეტერ შმეიხელი (დანია) – 2%
8-9. დინო ძოფი (იტალია) – 2%
10-15. პეტერ ჩეხი (ჩეხეთი) – 1%
10-15. ზეპ მაიერი (გერმანია) – 1%
10-15. გორდონ ბენქსი (ინგლისი) – 1%
10-15. პიტერ შილტონი (ინგლისი) – 1%
10-15. რიკარდო ზამორა (ესპანეთი) - 1%
აქვე, ჯანლუიჯი ბუფონის კარიერიდან 50 გამორჩეული სეივის ხილვის საშუალებაც გექნებათ...