ფეხბურთი

23:05 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბენზემა: “ისე მექცევიან თითქოს ტერორისტი ვარ”

მადრიდის “რეალის” თავდამსხმელმა ქარიმ ბენზემამ განაცხადა, რომ მისთვის ფსიქოლოგიური წნეხიდან გათავისუფლება ძალიან რთული გახლდათ. ფრანგი ფეხბურთელი მატიე ვალბუენას შანტაჟში თანამონაწილეობაში იყო ბრალდებული. “ლიონის” ფეხბურთელს ინტიმური ვიდეო მასალის გავრცელებით აშანტაჟებდნენ.

“მედიაში გავრცელებული ინფორმაციით ძალიან გაღიზიანებული და შეურაცხყოფილი ვარ. ჩემს შესახებ გავრცელებული ცრუ ინფორმაცია ჩემ ოჯახს ტელევიზიით არ უნდა მოესმინა. ისე მექცევიან თითქოს ტეროსისტი ვარ. ამ ყველაფერს უკვე ვალბუენას საქმესთან კავშირი არ აქვს. საბედნიეროდ ძლიერი აღმოვჩნდი და ამ ყველაფერს გავუძელი. ყველაზე საშინელი კი ის გახლდათ, როდესაც ჩემი მშობლების ტანჯვას და ცრემლებს ვხედავდი.” – განუცხადა Le Parisien-ს ბენზემამ.

საბოლოოდ ბენზემას ბრალი არ დაუმტკიცდა და სასამართომ გაათავისუფლა.

ამ ფაქტის გამო ქარიმი ეროვნული ნაკრებიდან მოკვეთეს. საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ნოელ ლე გრეს ინიციატივით, დიდიე დეშამი და ბენზემა ერთმანეთს შეხვდებიან და მოლაპარაკება გაიმართება. შესაძლოა ბენზემამ “მამლების” რიგებში ევროპის ჩემპიონატზე თამაში მაინც შეძლოს.

0.130152