“სევილიას” დამრიგებელი უნაი ემერი ესპანეთის ჩემპიონატის გასული თვის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს. ინფორმაციას ლა ლიგის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
იანვარში ემერის შეგირდებმა 5 მატჩი გამართეს და აქედან სამი მოიგეს, ორ შემთხვევაში კი ფრე დააფიქსირეს. ანდალუსიელებმა “ბილბაო”, “მალაგა” და “ლევანტე” დაამარცხეს, ხოლო “სელტას” და “ატლეტიკოს” დამარცხება ვერ შეძლეს.
აღნიშნული კარგი შედეგის გათვალისწინებით, ამჟამად “სევილია” სატურნირო ცხრილში 37 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 8 ქულით ჩამორჩება.