არგენტინის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი ესპანეთის ჩემპიონატის იანვრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ინფორმაცია ლა ლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
გასულ თვეში სამხრეთამერიკელმა ფეხბურთელმა 5 მატჩში 6 გოლი გაიტანა. მესიმ ჰეთთრიკი “გრანადასთან” მატჩში შეასრულა, ხოლო თითო-თითო გოლი “ბილბაოს”, “მალაგას” და “ატლეტიკოს” გაუტანა.
მიმდინარე სეზონში მსოფლიოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა 28 შეხვედრა ჩაატარა, თავი 24-ჯერ გამოიჩინა, ხოლო თანაგუნდელებს 11-ჯერ გაატანინა.