საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ დაასრულა სომხურ მხარესთან მოლაპარაკება, რის შედეგადაც გადაწყდა, რომ 1 და 3 მარტს საქართველოს 17-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ორივე შეხვედრა თბილისში, „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, 14 საათზე გაიმართება და ჩვენი მეტოქე სომხეთის 18-წლამდე ნაკრები იქნება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს 17-წლამდე ნაკრები, 15-20 მარტს თბილისში გასამართი ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის ემზადება და ამისთვის იანვარში მინსკის საერთაშორისო ტურნირზეც ითამაშა.
სფფ-ს პრესსამსახური