ჩოგბურთი

12:21 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ნადალმა “ბუენოს აირესში” პირველი შეხვედრა მოიგო

დიდი სლემის 14-გზის ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა “ბუენოს აირესის” ტურნირის 1/8-ფინალში არგენტინელ ხუან მონაკოს 6:4, 6:4 მოუგო. შეხვედრა საათსა და 38 წუთს გაგრძელდა. რაფას 2 ეისი და ამდენივე ორმაგი შეცდომა ჰქონდა.

ნადალმა 8 შესაძლებლობიდან 5 ბრეიკი გააკეთა, თვითონ კი სამჯერ დაკარგა თავის ჩაწოდება.

ტურნირის 1/4-ფინალში ესპანელი იტალიელ პაულო ლორენცის შეხვდება.

0.127666