გამთენიისას ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ორი შეხვედრა გაიმართა.
“ოკლაჰომამ” საკუთარ დარბაზში “ნიუ ორლეანს” 121:95 აჯობა. ოკლაჰომელები პირველი პერიოდის ბოლოს დაწინაურდნენ და მას შემდეგ უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ. “ოკლჰომას” 23-23 ქულით რასელ უესტბრუკმა და კევინ დურანტმა ულიდერეს. “ნიუ ორლეანში” 23 ქულით გუნდის ლიდერი ეტონი დევისი გამოირჩა.
“ოკლაჰომა” 40 მოგებით და 14 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა, ხოლო “ნიუ ორლეანი” ამავე კონფერენციაში 20 მოგებით და 33 წაგებით მე-12 ადგილს იკავებს.
“მილუოკი” – “ვაშინგტონი” 99:92 (18:27, 37:19, 14:24, 30:22)
https://www.youtube.com/watch?v=qdiyFrlRw5s
“ოკლაჰომა” – “ნიუ ორლეანი” 121:95 (29:25, 33:28, 33:21, 26:21)
https://www.youtube.com/watch?v=T9KZUgS2Kcs