ფეხბურთი

10:16 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა მსოფლიოში საუკეთესოა – ჯერ, 23-წლამდელებში

ტურინის “იუვენტუსისა” და საფრანგეთის ნაკრების ლიდერი პოლ პოგბა მსოფლიოს 2015 წლის საუკეთესო ფეხბურთელია 23-წლამდელთა შორის. ფრანგმა ნახევარმცველმა აღნიშნული აღიარება ინტერნეტპორტალ squawka.com-ის ვერსიით მიიღო.

მეორე ადგილზე პოგბას თანამემამულე, მადრიდის “რეალის” ცენტრალური მცველი რაფაელ ვარანი გავიდა, ხოლო საუკეთესო სამეულში ადგილი “მანჩესტერ სიტის” შემტევ რაჰიმ სტერლინგსაც ერგო.

2015 წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელთა 23-ეული:

პოლ პოგბა (“იუვენტუსი”, საფრანგეთი)

რაფაელ ვარანი (“რეალი”, ესპანეთი)

რაჰიმ სტერლინგი (“მანჩესტერ სიტი, ინგლისი)

პაულო დიბალა (“იუვენტუსი”, არგენტინა)

ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”, ინგლისი)

ხოსე ხიმენესი (“ატლეტიკო”, ურუგვაი)

იულიან ვეიგლი (“დორტმუნდი”, გერმანია)

ექტორ ბელერინი (“არსენალი”, ესპანეთი)

ლეროი სანე (“შალკე”, გერმანია)

მაურო იკარდი (“ინტერი”, არგენტინა)

დომენიკო ბერარდი ("სასუოლო", იტალია)

კინგსლი კომანი (“ბაიერნი”, საფრანგეთი)

ჯონ სტოუნსი (“ევერტონი”, ინგლისი)

კურტ ზუმა (“ჩელსი”, საფრანგეთი)

რუბენ ნევეში (“პორტუ”, პორტუგალია)

საულ ნიგეზი (“ატლეტიკო”, ესპანეთი)

ჰაკან ჩალჰანოღლუ (“ლევერკუზენი”, თურქეთი)

როს ბარკლი (“ევერტონი”, ინგლისი)

ჯეკ ბატლანდი (“სტოკ სიტი”, ინგლისი)

გაბრიელ ბარბოსა (“სანტოსი”, ბრაზილია)

დელეი ალი (“ტოტენჰემი”, ინგლისი)

0.119538