ჭიდაობა

0:38 | 12.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

მსოფლიოს რეიტინგი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში

მსოფლიოს გაერთიანებული ჭიდაობის ფედერაციამ (UWW) იანვარში ჩატარებული შეჯიბრებების გათვალისწინებით, განახლებული რეიტინგი ლისტი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაშიც გამოაქვეყნა, სადა 5 ქართველი შევიდა.

თურქეთში ვები ემრეს მემორიალზე გამარჯვების შემდეგ, რეიტინგში მეორე ადგილი შეინარჩუნა მსოფლიოს 2015 წლის ბრინჯაოს მედლის პრიზიორმა ლაშა გობაძემ (80).

“ვები ემრეს” კიდევ ერთი გამარჯვებული რობერტ ქობლიაშვილი (85) პირველად შევიდა მსოფლიო რეიტინგში და მე-11 ადგილს იკავებს.

ამავე ტურნირის ვერცხლის პრიზიორები შმაგი ბოლქვაძე (65) მე-11 ადგილს იკავებს, მინდია წულუკიძე (71) მეთხუთმეტეა, ზურაბ დათუნაშვილი (75) კი – მე-17.

მსოფლიო რეიტინგი (UWW) - თებერვალი 2016, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - იხილეთ სრულად

www.wrestling.ge

0.13632