ფეხბურთი

22:45 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“იუვენტუსი” – “ნაპოლის” ორსატო განსჯის

იტალიის ჩემპიონატის 24-ე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში 40 წლის დანიელე ორსატო იმსაჯებს.

სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზე მყოფი “იუვენტუსი” შაბათს შინ გათამაშების ლიდერს “ნაპოლის” მიიღებს და მეტოქის დამარცხების შემთხვევაში, თავად გადავა პირველ საფეხურზე.

წესით აღნიშნულ მატჩში ნიკოლა რიცოლის უნდა ემსაჯა, მაგრამ ტრავმა აწუხებს და იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ უმნიშვნელოვანეს მატჩში პასუხისმგებლობა ორსატოს დააკისრა.

0.113657