ფეხბურთი

12:44 | 11.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

სტევენსი გულის არითმიას ებრძვის

გერმანული “ჰოფენჰაიმის” მთავარი მწვრთნელი ჰუუბ სტევენსი ავადმყოფობს. როგორც “სოფლელთა” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 62 წლის გამოცდილ სპეციალისტს გულის არითმია დაუდგინდა, რის გამოც იგი “ჰოფეს” დროებით დატოვებს.

სანამ ჰოლანდიელი მწვრთნელი მკურნალობის კურსს გაივლის, “ჰოფენჰაიმს” მისი ასისტენტები ალფრდ შროიდერი და არმინ როტერშანი გაწვრთიან.

სტევენსმა, რომელმაც სამწვრთნელო კარიერა 90-იან წლებში დაიწყო, “ჰოფენჰაიმი” გასული წლის ნოემბერში ჩაიბარა. მანვე 2007 წელს გერმანული “ჰამბურგი” დატოვა საკუთარი სურვილით და ეინდჰოვენში დაბრუნდა, რომ თავის მეუღლესთან, რომელიც ავადმყოფობდა, ახლოს ყოფილიყო.

შეგახსენებთ, “ჰოფენჰაიმი” მიმდინარე სეზონს ცუდად ატარებს და ბუნდესლიგის განვლილი 20 ტურის მერე ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა 14 ქულით.

0.111501