ფუტსალში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტულ სააგენტო SBM-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა,რომელსაც ხელს სფფ-სპრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი და SBM-ის დირექტორი, ზაალ ჩიტალაძე აწერენ.
თანამშრომლობის ფარგლებში, 2015/16 და 2016/17 წ.წ ფუტსალის ეროვნული ჩემპიონატის ორგანიზებას სფფ და სპორტული სააგენტოSBM ერთობლივად განახორციელებენ. წლევანდელი ჩემპიონატი - საქართველოს ფუტსალის ლიგა/Georgian Futsal League - სტარტს 14მარტს აიღებს და 8 გუნდიანი ფორმატით, ერთ წრედ გაიმართება. ჩემპიონობისთვის ბრძოლას საუკეთესო ოთხეული ორ რაუნდიანპლეიოფში განაგრძობს.
სიახლე იქნება საპრიზო ფონდთან დაკავშირებით - თითო მოპოვებულ ქულაზე გუნდს ფულადი პრემია დაერიცხება. დამატებით ბონუსებსმიიღებენ ფინალში გასული და ჩემპიონი გუნდები. საქართველოს ფუტსალის ლიგის თამაშებს ახალი სპორტის სასახლე უმასპინძლებს.ჩემპიონატის დაწყებისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია 10 მარტს გაიმართება.
სფფ-ს პრესსამსახური