ფეხბურთი

10:52 | 10.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

The Sun: “მანჩესტერი” და “სიტი” ნეიმარს წელიწადში 60 მილიონს სთავაზობენ

როგორც ბრიტანული გამოცემა The Sun-ი იუწყება, “მანჩესტერ სიტი” და “მანჩესტერ იუნაიტედი” მზად არიან “ბარსელონას” ერთ-ერთ ლიდერს ნეიმარს წელიწადში 60 მილიონი ევრო გადაუხადონ.

ბრიტანული გამოცემა აგრეთვე აღნიშნავს, რომ მანჩესტერული კლუბები ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტნის ტრანსფერში 190 მილიონ ევროს დახარჯავენ.

სამხრეთამერიკელს “ბლაუგრანასთან” კონტრაქტი 2018 წლის ივლისამდე აკავშირებს. მიმდინარე სეზონში ბრაზილიელმა შემტევმა საკლუბო დონეზე 29 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 21 გოლი და 19 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება გასული წლის ზაფხულიდან დეკემბრამდე 20 მილიონით გაიზარდა და ამჟამად 100 მილიონ ევროს შეადგენს. ფეხბურთელის ასპარეზობიდან გამომდინარე, მიმდინარე სეზონის ბოლოს შესაძლოა ნეიმარის ფასმა კიდევ უფრო აიწიოს.

0.112109