ზაზა ფაჩულიას “დალას მავერიკსი” შინ ოვერტაიმით “იუტასთან” 119:121 დაამარცხდა (VIDEO). საქართველოს ნაკრების კაპიტანი სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 41 წუთი დაჰყო, ამ დროში ზაზამ გუნდს 7 ქულა, 11 მოხსნა და 5 პასი შესძინა. ქართველმა ცენტრმა 4-დან 1 ორქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო სროლა ჩააგდო.
მატჩის ძირითადი დროის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე “დალასი” 110:107 იგებდა, თუმცა ბოლო წამზე როდნი ჰუდსმა სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა ოვერტაიმში გადაიყვანა. დამატებით 5-წუთეულში კი გორდან ჰეივორდმა გამარჯვების ორქულიანი ჩააგდო.
მატჩში ყველაზე მეტი 29 ქულა როდნი ჰუდსის ანგარიშზეა, დალასიდან 24 ქულით ჩენდლერ პარსონსი გამოირჩა.
“დალასი” 29 მოგებით 26 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილზეა.