წინა კვირის ნბა-ს საუკეთესო მოთამაშეებად დასავლეთ კონფერენციაში “სან ანტონიოს” ცენტრი ლამარკუს ოლდრიჯი, აღმოსავლეთში კი “ბოსტონის” კალათბურთელი აიზეა ტომასი დაასახელეს. აღნიშნულ ინფორმაციას ნბა-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
ტომასი წინა კვირას საშუალოდ ერთ შეხვედრაში 20.3 ქულას, 4.5 მოხსნას და 7 პასს აგროვებდა, ხოლო ოლდრიჯი - 26 ქულას და 7.3 მოხსნას.