ფუტსალში საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატს ორგანიზებას სპორტული სააგენტო SBM გაუწევს. როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება, სპორტულ სააგენტოსა და ფეხბურთის ფედერაციას შორის ჩემპიონატის ორგანიზებასთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი 10 თებერვალს, 16:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ გაფორმდება.