ფეხბურთი

16:50 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის 25-ე ტურის სიმბოლური

ინგლისის პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა გათამაშების 25-ე ტურის სიმბოლური გუნდი გამოაქვეყნა.

კვირის საუკეთესო თერთმეტეულში ყველაზე მეტი, სამი მოთამაშე ლონდონის “არსენალიდანაა” წარდგენილი, რომელმაც კვირას გასვლაზე “ბორნმუთი” დაამარცხა (2:0).

კვირის საუკეთესო გუნდი ასეთია:

მეკარე: პიოტრ ჩეხი (“არსენალი”);
მცველები: მაია იოშიდა (“საუთჰემპტონი”), რობერტ ჰუტი (“ლესტერი”), კირან ტრიპიერი (“ტოტენჰემი”), ჯოლეონ ლესკოტი (“ასტონ ვილა”);
ნახევარმცველები: ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, მესუთ ოზილი (ორივე “არსენალი”), აარონ ლენონი (“ევერტონი”), რიად მაჰრეზი (“ლესტერი”);
თავდამსხმელები: რომელუ ლუკაკუ (“ევერტონი”), ალექსანდრ მიტროვიჩი (“ნიუკასლი”).

0.134683