ფეხბურთი

16:26 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ვალენსიას” პერესი და ალკასერი დაუბრუნდნენ

ღრმა კრიზისში მყოფი “ვალენსიას” ბანაკში კარგი სიახლეა. გუშინდელ ვარჯიშზე კლუბის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეები ენცო პერესი და პაკო ალკასერი გამოჩნდნენ, რომელნიც ტრავმირებულნი იყვნენ.

პაკომ, რომელსაც მუხლისა და ტერფის ტრავმა აწუხებდა, ჩვეულებრივად ივარჯიშა. ენცო კი, დამცავი ნიღბით გახლდათ გამოსული.

სავარაუდოდ, ორივე მოთამაშე “ბარსელონასთან” სათასო შეხვედრაში განაცხადში იქნება.

0.15285