მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის თანაშემწეს, დევიდ ბეტონის ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მოვალეობის შესრულება აუკრძალა. როგორც გაირკვა, 44 წლის ფრანგი სპეციალისტის კვალიფიკაცია ლა ლიგის მატჩებზე მუშაობისთვის საკმარისი არაა.
ესპანური პრესის ცნობით, სწორედ ამის გამო არ იმყოფებოდა “ესპანიოლთან” და “გრანადასთან” “სამეფო კლუბის” ბოლო მატჩებისას სათადარიგოთა სკამზე ზიდანის თანაშემწე.
იმისათვის, რომ ბეტონიმ მუშაობა განაახლოს, სამწვრთნელო პრო ლიცენზიის აღება მოუწევს.