ფეხბურთი

12:00 | 9.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

“ბაიერნს” რიბერი დაუბრუნდა

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა ფრანკ რიბერიმ ტრავმა მოიშუშა და გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ გერმანული კლუბის “ტვიტერის” გვერდი იტყობინება.

ფრანგ ფეხბურთელს 2015 წლის უმეტესი ნაწილი ტერფის ტრავმის გამო გაუცდა, მოედანზე დაბრუნების შემდეგ კი, ზაგრების “დინამოსთან” ჩემპიონთა ლიგის მატჩში კუნთი დაიზიანა და ისევ ლაზარეთს დაუბრუნდა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით რიბერიმ მიმდინარე სეზონში სულ 62 წუთი ითამაშა და ერთი გოლი გაიტანა.

“ბაიერნის” სამწვრთნელო შტაბი იმედოვნებს, რომ ფეხბურთელი ფორმის აღდგენას და გუნდის თამაშებში მონაწილეობას უახლოეს პერიოდში შეძლებს.

0.125857