ლონდონის “ჩელსისა” და საფრანგეთის ნაკრების მცველისთვის კურტ ზუმასთვის მიმდინარე საფეხბურთო სეზონი დასრულებულია.
21 წლის მცველმა მძიმე ტრავმა კვირას “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფრედ (1:1) დასრულებულ შეხვედრაში მიიღო და მოედნიდან საკაცით გასაყვანი შეიქნა.
სრულფასოვანმა სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ კურტს მუხლის ჯვარედინი იოგები აქვს გაწყვეტილი და 6 თვე ვერ შეძლებს თამაშს. შესაბამისად, ის საკლუბო სეზონის დარჩენილ ნაწილს გამოტოვებს და საფრანგეთის ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე ვერ დაეხმარება.
ზუმამ მიმდინარე სეზონში 32 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და 2 გოლი გაიტანა.