კალათბურთი

20:31 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

დუეინ უეიდმა ჯონ სტოკტონს გადაასწრო

“მაიამი ჰიტის” ლიდერმა დუეინ უეიდმა ქულებით “იუტა ჯაზის” ლეგენდას ჯონ სტოკტონს გადაასწრო.
გუშინ “მაიამი” შინ “კლიპერსთან” 93:100 დამარცხდა. უეიდმა 17 ქულა ჩააგდო და კარიერაში 19 728 ქულა დაუგროვდა, ხოლო სტოკტონს 19 711 ქულა აქვს. უეიდი ყველა დროის საუკეთესო მექულეებს შორის 41-ე ადგილზეა. სიას 38 387 ქულით ქარიმ აბდულ ჯაბარი ლიდერობს.

0.117587