ფეხბურთი

13:06 | 8.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

არაბიძე მშობლიურ გუნდთან ვერ ითამაშებს

დღეს, თბილისის “ლოკომოტივი” ამხანაგურად დონეცკის “შახტარს” გაეჯიბრება. მოგეხსენებათ, გასულ ზაფხულს თბილისური გუნდიდან დონეცკში გიორგი არაბიძე გადაბარგდა, რომელიც ასაკისა და კონკურენციის მიუხედავად, “მეშახტეთა” რიგებში ფეხს ნელ-ნელა იკიდებს. თუმცა, როგორც “შახტარის” ვებგვერდს თავად არაბიძემ განუცხადა, დღევანდელ მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რადგან ტრავმა აწუხებს.

შეგახსენებთ, ამავე მიზეზით გიორგის დონბასური გუნდის ბოლო ორი სპარინგ თამაში გაუცდა. არადა, მანამდე ამერიკულ შეკრებაზე რეგულარულად თამაშობდა, სადაც 2 გოლის გატანა და საგოლე გადაცემის შესრულებაც შეძლო.

- გიორგი, დღეს რას წარმოადგენს “ლოკომოტივი”?

- “თბილისის “ლოკომოტივი” ახლა უმაღლეს ლიგაში თამაშობს. მათ რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელი დაიმატეს, გამოვყოფ ჩემს მეგობარს ნიკა ჭანტურიას, რომელიც “დინამოში” თამაშობდა. ასევე მამია გავაშელიშვილი – მან შარშან 40 გოლი გაიტანა პირველ ლიგაში. საერთოდ, “ლოკომოტივი” საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული გუნდია.

- შეადარეთ “შახტარისა” და “ლოკომოტივის” სათამაშო სტილი...

- “ლოკო” ტექნიკურ და კომბინაციურ ფეხბურთს თამაშობს. იგი უფრო მეტად ცენტრიდან უტვეს. გარკვეულწილად, “ლოკომოტივისა” და “შახტარის” სათამაშო სტილი ერთმანეთს გავს, თუმცა “მეშახტეები” უფრო ეფექტურად ფლანგებზე მოქმედებენ.

- “ლოკომოტივი” თქვენი კარიერის პირველი გუნდია. რეალურად პირველად გიწევთ ცხოვრებაში ყოფილი თანაგუნდელების წინააღმდეგ თამაში. როგორი შეგრძნება გაქვთ?

- რა თქმა უნდა, მე ყოველთვის თბილად ვიხსენებ ჩემს პირველ პროფესიონალურ გუნდს. ნამდვლად მინდოდა მონაწილეობა მიმეღო ამ შეხვედრაში, მაგრამ სამწუხაროდ, ტრავმის გამო ვერ ვითამაშებ. ბოლო დღეებია ვმკურნალობ და მხოლოდ ფიტნესით ვარ დაკავებული და იმედია, გუნდს მალე დავუბრუნდები.

0.105603