ლა ლიგის ზედა სამეულში 23-ე ტურის შემდეგ არაფერი არ შეცვლილა. სამივე გრანდმა იმარჯვა და ყველაფერი ძველებურად დარჩა: “ბარსელონას” 54 ქულა აქვს (და ერთი შეხვედრა თადარიგში აქვს), “ატლეტიკოს” 51, ხოლო “რეალს” – 50.
კატალონიური გრანდი “სიუდად დე ვალენსიაზე” ადგილობრივ “ლევანტეს” ეწვია და ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე მოახერხა 3 ქულის მოპოვება. სტუმრები უჩვეულოდ ინერტულები იყვნენ და კლასის ხარჯზე შეძლეს გამარჯვება. “ბლაუგრანამ” პირველი ნახევარი დავიდ ნავაროს ავტოგოლით მოიგო, თუმცა გოლის გატანის ძალიან რეალური შანსი მასპინძლებსაც ჰქონდათ, მაგრამ მორალესმა ძელს გაარტყა.
მეორე ტაიმი ძალიან მოსაწყენი გამოდგა, რადგანაც “ლევანტეს” ბევრი არაფრის გაკეთება არ შეეძლო, ხოლო სტუმრები არ ინდომებდნენ და ლუის სუარესის მიერ 92-ე წუთზე გატანილი გოლიც არაფრისგან გავიდა: მთელი “ლევანტე” მეტოქის საჯარიმოში იყო და ამ დროს, მორალესმა ჩაწოდების ნაცვლად, ბურთი უაზროდ დაკარგა, რის გამოც ვალენსიელები ლუის სუარესმა დასაჯა, რომელმაც მიმდინარე ლა ლიგაში მე-20 ბურთი გაიტანა - 0:2.
3 ქულის მოპოვება გაცილებით გაუჭირდა მადრიდის “რეალს”, რომელიც “ლოს კარმენესზე” ქულების დაკარგვისგან 85-ე წუთზე ლუკა მოდრიჩმა იხსნა.
სტუმრებმა პირველი ტაიმი ქარიმ ბენზემას გოლით მოიგეს. ფრანგს გატანა კიდევ რამდენჯერმე შეეძლო, მაგრამ შანსები გაანიავა და ამის გამო, “რეალი” კინაღამ დაისაჯა. “გრანადამ” მე-60 წუთზე წონასწორობა აღადგინა და ეს შეცვლაზე ორი წუთით ადრე შემოსულმა ელ არაბიმ გააკეთა. “ბლანკოსი” ლუკა მოდრიჩის მშვენიერმა გოლმა გადაარჩინა, რომელმაც საჯარიმოს გარედან უძლიერესი დარტყმით გაიტანა – 1:2.
ლა ლიგაში ზედიზედ მე-13 მატჩი ვერ მოიგო “ვალენსიამ” და აქედან 9 გარი ნევილის ხელმძღვნელობით. ასეთი ცუდი სერია “ღამურებს” არსებობის განმალობაში ერთხელ ჰქონდათ – 1986 წელს. იმ წელს “ვალენსია” მე-16 ადგილზე გავიდა და ლა ლიგიდან გავარდა (მაშინ 18 გუნდი თამაშობდა და ბოლო 3 ვარდებოდა). ასე თუ განაგრძო “ლოს ჩემ” გამორიცხული არაფერია, რადგანაც გასავარდნ ზონასთან სხვაობა მხოლოდ 4 ქულაღაა. ვალენსიელები ამჯერად გასვლაზე “ბეტისთან” დამარცხდნენ, რომელმაც რუბენ კასტროს გოლით იმარჯვა და 9-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა.
რამდენიმე დღის წინ სათასო მატჩში “სევილიასთან” გასვლაზე განადგურებული “სელტა” ამჯერად შინ დაუპირისპირდა ანდალუსიურ კლუბს და ქულა მოიპოვა. შეხვედრა სტუმართათვის ცუდად დაიწყო, 25-ე წუთისთვის “სევილიაში” დაბრუნებულმა ფედერიკო ფასიომ მეორე ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო და “დალაქები” 10 კაცით დარჩნენ მინდორზე. მიუხედავად ამისა, პირველი ტაიმი მაინც სტუმრებმა მოიგეს, მათ კუთხურს კარისოს ახლო მანძილიდან გატანილი ბურთი მოჰყვა. საბოლოოდ, უნაი ემერის შეგირდებმა 10 კაცით ბოლომდე ვერ გაძლეს და ბივუსგან გაუშვეს – 1:1.
ლევანტე – ბარსელონა 0:2 (0:1)
ვალენსია, “სიუდად დე ვალენსია”
ლევანტე (4-3-3): მარინიო, დ.ნავარო (გილასი 69), ფედალი, ი.ლოპესი, ტონიო, ვერზა (კუერო 77), სიმაო, ლერმა, მორალესი, დეივერსონი (კამარასა 69), როსი.
მწვრთნელი: რუბი
ბარსელონა (4-3-3): ბრავო, პიკე, მასკერანო, ალბა, ალვეში (ვიდალი 74), რაკიტიჩი (ბუსკეტსი 68), რობერტო, ინიესტა, მესი, ნეიმარი, ლ.სუარესი.
მწვრთნელი: ლუის ენრიკე
გოლები: 0:1 დ.ნავარო (21 ს.კ.), 0:2 ლ.სუარესი (92)
გაფრთხილებები: ფედალი, დ.ნავარო, ლერმა, ი.ლოპესი – პიკე, ალვეში, ბუსკეტსი
მსაჯი: პერეს მონტერო
ბეტისი – ვალენსია 1:0 (0:0)
სევილია, “ბენიტო ვილამარინი”
ბეტისი (4-4-2): ადანი, ბ.გონსალესი, პაცელა, ვარგასი, მონტოია, ნ’დიაიე, პეტროსი, მუსონდა, სებალიოსი (პორტილიო 75), ვან ვოლფსვინკელი (მოლინა 73), რ.კასტრო (დიგარდი 90).
მწვრთნელი: ხუან მერინიო
ვალენსია (4-3-3): რაიანი, აბდენური, მუსტაფი, ბარაგანი, სიკეირა (გაია 44), ზაჰიბო (მინა 76), გომეში, პარეხო, ფეგული (როდრიგო 60), ჩერიშევი, ნეგრედო.
მწვრთნელი: გარი ნევილი
გოლი: რ.კასტრო (49)
გაფრთხილებები: პაცელა, სებალიოსი, ადანი, მონტოია – მუსტაფი, გომეში, ჩერიშევი, პარეხო, ზაჰიბო, გაია
გაძევება: გაია (85)
მსაჯი: ხოსე სანჩესი
სელტა – სევილია 1:1 (0:1)
ვიგო, “ესტადიო ბალაიდოსი”
სელტა (4-2-3-1): ს.ალვარესი, კაბრალი, ს.გომესი, პლანასი, ხონი (გუიდეტი 62), ვასი, რადოია (დიასი 62), პ.ერნანდესი, ბივუ, ბონგონდა, ასპასი.
მწვრთნელი: ედუარდო ბერიცო
სევილია (4-2-3-1): ს.რიკო, ფასიო, რამი, ესკუდერო, მარიანო, ფასიო, ნ’ზონზი, კრონ-დელი, კონოპლიანკა (ვიტოლო 58), რეიესი (ბანეგა 64), ლორენტე (გამეირო 69).
მწვრთნელი: უნაი ემერი
გოლები: 0:1 კარისო (44), 1:1 ბივუ (64)
გაფრთხილებები: ს.გომესი, ბონგონდა, ასპასი – ფასიო, კონოპლიანკა, ესკუდერო, ს.რიკო
გაძევება: ფასიო (25)
მსაჯი: ველასკო კარბალიო
გრანადა – რეალი 1:2 (0:1)
გრანადა, “ლოს კარმენესი”
გრანადა (4-2-3-1): ა.ფერნანდესი, ლომბანი, დ.კოშტა, მ.ლოპეში, ფოლქიერი, რ.პერესი, ფ.რიკო (კრინი 77), როჩინა, პენარანდა (დაკური 81), საკსესი, ბარალი (ელ არაბი 58).
მწვრთნელი: ხოსე რამონ სანდოვალი
რეალი (4-3-3): ნავასი, ვარანი, რამოსი, კარვახალი (ნაჩო 86), მარსელო, კროოსი, ისკო (კოვაჩიჩი 78), მოდრიჩი, ხამესი (ხესე 61), ბენზემა, რონალდუ.
მწვრთნელი: ზინედინ ზიდანი
გოლები: 0:1 ბენზემა (30), 1:1 ელ არაბი (60), 1:2 მოდრიჩი (85)
გაფრთხილებები: მ.ლოპეში, რ.პერესი, ელ არაბი – რამოსი, კარვახალი
მსაჯი: ხესუს ხილ მანსანო