კალათბურთი

23:10 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ბურჯანაძის რვიანები და მე-10 გამარჯვება

ესპანეთის რანგით მე-2 ლიგა ლებ-გოლდში მე-10 ტურის მატჩები ბექა ბურჯანაძის “ლეიმა ბასკეტ კორუნას” და “პალმა ეარ ევროპას” მატჩით დასრულდა, რომელიც ქართველი ფორვარდის გუნდმა 91:81 მოიგო.

ბურჯანაძე ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 29 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა (4 შეტევაში), 3 პასი და 1 დაფარება მიითვალა.

ბექამ 8-დან 4 ორქულიანი ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი ერთხელ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი ერთხელ დაჯარიმდნენ.

“ლეიმა ბასკეტ კორუნა” 10-10 მოგება-წაგებით მე-10 აგდილზეა, თუმცა კი, იმავე “პალმა ეარ ევროპას”, რომელიც მე-5 პოზიციაზეა, ერთადერთი გამარჯვებით ჩამორჩება.

ქართველი კალათბურთელის გუნდი მომდევნო ტურის მატჩს, 12 თებერვალს, სტუმრად, “სან პაბლო ინმობილიარია ბურგოსის” წინააღმდეგ ჩაატარებენ.

0.134387