ჭადრაკი

21:03 | 7.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

‘ჭადრაკი სკოლაში’ - ევროპარლამენტში!

ევროპის საჭადრაკო კავშირის ინიციატივით, 24 თებერვალს ბრიუსელში გაიმართება ევროპარლამენტის საგანმანათლებლო კომისიიის სხდომა, 2015 წლის ერთერთი ყველაზე წარმატებული პროექტის - "ჭადრაკი სკოლაში" - მიმდინარეობასთან დაკავშირებით. კომისიის შეკრებას მისი თავმჯდომარე სილვია კოსტა წარუძღვება.

განხილვას, ევროპარლამენტის საგანმანათლებლო კომისიის წევრების გარდა, დაესწრებიან, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, მსოფლიო ჭადრაკის გამორჩეული ვარსკვლავი იუდიტ პოლგარი და იმ ფედერაციის წარმომადგენლები სადაც დანერგილია პროექტი.

სხდომაზე განიხილავენ პროექტის - "ჭადრაკი სკოლაში" - მიმდინარეობას და მის პერიპეტიებს. შეხვედრაზე წარმოდგენილი იქნება საქართველოც, როგორც პროექტის ერთერთი წარმატებული მაგალითი.

პროექტი "ჭადრაკი სკოლაში" საქართველოს 6 რეგიონის 309 სკოლაში დაინერგა და წარმატებით მიმდინარეობს. უკვე რამდენიმე ათასი მოსწავლისთვის ჭადრაკის გაკვეთილები ერთერთ ყველაზე საყვარელ საგნად იქცა. იმედია, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს.

ზემოაღნიშნულთან დაკავშირებით, 8 თებერვალს, 14 საათზე, თბილისის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება პრესკონფერენცია.

gcf.org.ge

0.115594