ლონდონის “ვესტ ჰემის” ხელმძღვანელობა მზადაა, კლუბის მთავარ მწვრთნელ სლავენ ბილიჩს კონტრაქტი 2021 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივოს. როგორც The Mirror-ი იუწყება, “ჩაქუჩები” ხორვატი სპეციალისტის შრომით კმაყოფილები არიან.
47 წლის მწვრთნელს პრემიერლიგის გუნდთან ხელშეკრულება 2018 წლის ივლისამდე აქვს გაფორმებული. ბილიჩმა “ვესტ ჰემი” სეზონის დაწყებამდე ჩაიბარა. ლონდონელებმა მას შემდეგ 32 მატჩიდან 14 მოიგეს, 11 ფრედ დაასრულეს, ხოლო 7 დაპირისპირებაში დამარცხდნენ. “ჩაქუჩები” პრემიერლიგაში 25 მატჩი ჩაატარეს და 39 ქულით მე-6 ადგილზე იმყოფებიან.