საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო კლუბ “ზუგდიდსა” და კოსოვოს „ფერონიკელს“ შორის ამხანაგური მატჩის გამართვის შესახებ ინფორმაციას ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:
“მედია და ინტერნეტ საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან გამომდინარე, სფფ განმარტავს, რომ უმაღლესი ლიგის კლუბებს გააჩნიათ ვალდებულება სფფ-სთან შეათანხმონ ინფორმაცია საერთაშორისო ამხანაგური მატჩების ჩატარების შესახებ.
ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სფფ ფაქტის გამოვლენის შემდეგ იმოქმედებს სფფ-ს, უეფასა და ფიფას დებულებების შესაბამისად, რომლის დაცვა წარმოადგენს ვალდებულებას სფფ-ს ნებისმიერი სუბიექტისთვის” - აღნიშნულია სფფ-ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.