ფეხბურთი

22:32 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

კატალდიმ “ლაციოსთან” გაახანგრძლივა

იტალიის სერია A-ს ბინადარმა რომის “ლაციომ” ნახევარმცველ დანილო კატალდის კონტრაქტის 2020 წლის 30 ივნისამდე გაუხანგრძლივა. ამის შესახებ “ბიანკოჩელესტეს” ვებგვერდი იუწყება. 21 წლის კატალდის, რომელიც “ლაციალეს” სკოლის აღზრდილია, ძველი ხელშეკრულება 2017 წლის ზაფხულში ეწურებოდა.

“ემოციურად და ბედნიერად ვგრძნობ თავს. როცა აქ მოვედი ძალიან პატარა ვიყავი და ახლა უკვე 21 წლის ვარ. მიხარია, რომ ჩემი კარიერა ისევ “ლაციოში” გაგრძელდება”, - თქვა კატალდიმ.

დანილო კატალდი “ლაციოს” ძირითად გუნდში პირველად შარშან გამოჩნდა და 16 შეხვედრაშიც ითამაშა, ხოლო წლეულს მოედანზე ყველა ტურნირის ჩათვლით 18-ჯერ გავიდა და ერთი გოლიც გაიტანა. დანილო ამავდროულად იტალიის ახალგაზრდული ნაკრების წევრია, სადაც 8 მატჩში 1 გოლი აქვს გატანილი.

0.118134