ბრაზილიური “კრუზეიროს” ყოფილი თავდამსხმელი ლეანდრო დამიაო ამიერიდან სევილიის “ბეტისში” ითამაშებს. ანდალუზიური გუნდის ვებგვერდის ცნობით, 26 წლის ბრაზილიელი “ბეტისში” მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით გაირჯება.
დამიაოს სამშობლოში “ინტერნასიონალის”, “სანტოსისა” და “კრუზეიროს” რიგებში ჯამში 267 შეხვედრაში 118 გოლი გაუტანია, ხოლო ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში თავის დროზე 17 თამაშში მეტოქეები 3-ჯერ დაამწუხრა. აღსანიშნავია, რომ ლეანდროსთვის “ბეტისი” პირველი ევროპული გუნდი იქნება.