კალათბურთი

17:06 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ჯინობილი 4-6 კვირა იუქმებს

“სან ანტონიო სპურსის” არგენტინელი მსროლელი მანუ ჯინობილი ტრავმირებულია, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. წყაროს ცნობით, მანუს საზარდულის ტრავმა აწუხებს, რის გამოც კალათბურთელი დაახლოებით ერთი თვე ვეღარ ითამაშებს.

არგენტინელმა ტრავმა “ნიუ ორლეანთან” მატჩში მიიღო.

მიმდინარე სეზონში მანუ საშუალოდ 10 ქულას, 3 მოხსნას და 3.3 პასს აკეთებდა.

0.113904