ფეხბურთი

15:25 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგის 24-ე ტურის სიმბოლური

პრემიერლიგის ოფიციალურმა ვებგვერდმა ინგლისის ჩემპიონატის 24-ე ტურის სიმბოლური ნაკრები დაასახელა.

საუკეთესო 11 ფეხბურთელს შორის ყველაზე მეტი წარმომადგენელი “ევერტონს” ჰყავს. ლივერპულელთაგან მეკარე ჟოელ რობლესი და ნახევარმცველები - აარონ ლენონი, როს ბარკლი და ტომ კლევერლი გამოარჩიეს. “კანფეტების” გამარჯვება “ნიუკასლთან” (3:0) ნახევარმცველების დამსახურებაა. ლენონმა კლევერლის გადაცემით გაიტანა, ხოლო ბარკლიმ დუბლი შეასრულა.

პრემიერლიგის ლიდერი “ლესტერი” ორი ფეხბურთელითაა წარმოდგენილი. საუკეთესოთა შორის მოხვდა მცველი კრისტიან ფუკსი, რომელმაც “ლივერპულის” შეტევებს გაუძლო. რაღა თქმა უნდა, თავდასხმაში მოხვდებოდა ჯეიმი ვარდი. ინგლისელის დუბლის წყალობით, “მელიებმა” “მერსისაიდელები” დაამარცხეს, ლიდერობა შეინარჩუნეს, ვარდის კი მიმდინარე სეზონში 26 მატჩში 18 გატანილი გოლი დაუგროვდა.

სიმბოლურში მოხვდა “ტოტენჰემის” ორი ფეხბურთელი - კრისტიან ერიქსენი და ჰარი კეინი. დანიელმა “ნორვიჩთან” მოგებულ (3:0) შეხვედრაში დელი ალის და ჰარი კეინს გაატანინა, ხოლო აწ უკვე ნახსენებმა ინგლისელმა დუბლი შეასრულა.

დაცვის ხაზში აგრეთვე მოხვდა “მანჩესტერის” ფეხბურთელი კემერონ ბორთუიკ-ჯეკსონი. 19 წლის ინგლისელმა ლინგარდს “სტოკისთან” მოგებულ (3:0) მატჩში გაატანინა.

დაცვაში აგრეთვე მოხვდნენ სკოტ დანი (“კრისტალ პალასი”) და ნიკოლას ოტამენდი (“მანჩესტერ სიტი”). დანმა “ბორნმუთთან” წაგებულ (1:2) შეხვედრაში გოლი გაიტანა.

მეკარე: ჟოელ რობლესი (“ევერტონი”)

მცველები: კემერონ ბორთუიკ-ჯეკსონი (“მანჩესტერ იუნაიტედი”), სკოტ დანი (“კრისტალ პალასი”), ნიკოლას ოტამენდი (“მანჩესტერ სიტი”), კრისტიან ფუკსი (“ლესტერი”).

ნახევარმცველები: აარონ ლენონი, როს ბარკლი, ტომ კლევერლი (სამივე “ევერტონი”), კრისტიან ერიქსენი (“ტოტენჰემი”).

თავდამსხმელები: ჯეიმი ვარდი (“ლესტერი”), ჰარი კეინი (“ტოტენჰემი”).

0.117233