სანქტ-პეტერბურგის “ზენიტისა” და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ჰალკი შესაძლოა ახლო მომავალში ჩინეთში გადაბარგდეს. როგორც იზვესტია იუწყება, ჩინური “შანხაი შენშუა” 29 წლის ბრაზილიელში რუსებს არცმეტი, არცნაკლები 90 მილიონ ევროს სთავაზობს, ხსენებულ თანხაზე კი “ზენიტს” უარის თქმა გაუჭირდება.
ჩინური გუნდებისგან ხმაურიანი ტრანსფრები უკვე აღარავის აკვირვებს. ზამთრის სატრანსფერო პერიოდში ამ ქვეყანას ისეთმა ფეხბურთელებმა მიაშურეს, როგორებიც რამირესი, ალექს ტეიშეირა, ჯექსონ მარტინესი, ჟერვინიო და ფრედი გუარინი არიან. თავად ჰალკისთვის კი აზია უცხო გარემო არაა. იგი წლების განმავლობაში იაპონიაში თამაშობდა და სწორედ იქედან მოხვდა ევროპაში, კერძოდ, პორტუგალიურ “პორტუში”. “ზენიტში” კი, 2012 წლიდან მოყოლებული თამაშობს და მიმდინარე სეზონში ჯამში ჩატარებულ 22 თამაშში 11 გოლი აქვს გატანილი.