ფეხბურთი

10:33 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

11:1 - “ლოკომოტივის” გოლების წვიმა

თბილისის „ლოკომოტივმა“ ესპანურ შეკრებაზე 11:1 გაიმარჯვა. ჟერარდ სარაგოსას გაწვრთნილებმა სეგუნდა ბ-ის წარმომადგენელი „ბენიდორმი“ გაანადგურეს. ეს “ლოკომოტივის” პირველი შეხვედრა იყო შეკრებაზე.

ჰეთ-თრიქი შეასრულა შერმადინ ართმელაძემ, დუბლი მიითვალეს მამია გავაშელიშვილმა და ზვიად ქანთარიამ, თითო-თითოჯერ კი გაიტანეს ვატო არველაძემ, გიორგი კიკნაძემ, რევაზ ჩიტეიშვილმა და გიორგი დიასამიძემ.

“ლოკომოტივის” სასტარტო შემადგენლობა: კუპატაძე, ბენაშვილი, გეთიაშვილი, ჭანტურია, ჩიტეიშვილი, მახარაძე, ქიქავა, სულთანიშვილი, მზევაშვილი, ქანთარია, გავაშელიშვილი.

მომდევნო მატჩს „ლოკომოტივი“ 8 თებერვალს დონეცკის „შახტართან“ გამართავს.

0.111213