ფეხბურთი

2:02 | 5.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

ლუისს დისკვალიფიკაცია შეუცირეს

მადრიდის “ატლეტიკოს” მარცხენა მცველი ფელიპე ლუისი დისკვალიფიკაციის გამო მხოლოდ ერთ შეხვედრას გამოტოვებს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი გასულ შაბათს “ბარსელონასთან” წაგებული (1:2) შეხვედრის 45-ე წუთზე ლიონელ მესისთან უხეშობის გამო გააძევეს და თავდაპირველად, სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. თუმცა, აღნიშნული გადაწყვეტილება მადრიდულმა კლუბმა გაასაჩივრა და ფელიპე მხოლოდ ერთ მატჩს გამოტოვებს.

შესაბამისად, ის “როხიბლანკოს” მხოლოდ მომდევნო ტურში “ეიბარის” წინააღმდეგ დააკლდება.

ლუისმა მიმდინარე სეზონში “ატლეტიკოს” მაისური 25-ჯერ მოირგო და თითო გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა.

0.104031