ფეხბურთი

22:50 | 4.02.2016 | ნანახია [] - ჯერ

თბილისის "დინამომ" ბატე დაჩაგრა (+VIDEO)

თბილისის "დინამომ" თურქულ შეკრებაზე 2:0 სძლია ბელარუსის ჩემპიონსა და ჩემპიონთა ლიგის თითქმის მუდმივ მონაწილე ბატე-ს. იურაი იარაბეკის გაწვრთნილებმა აშკარად აჯობეს ბელარუსებს და ანგარიშიც რეალურად ასახავს თამაშის სურათს. ისე, უფრო დიდი სხვაობითაც შეიძლებოდა მოგება.

დინამოელებმა განსაკუთრებით კარგად ჩაატარეს პირველი ტაიმის ბოლო 15 წუთი და ასევე, მეორე ნახევრის საწყისი პერიოდიც. თამაშის ხარისხი საკმაოდ კარგი იყო. გოლებს რაც შეეხება, პირველი ტაიმის ბოლო წუთზე ლაშა პარუნაშვილმა ახლო მანძილიდან თავურით დააწინაურა "დინამო", 51-ე წუთზე კი კარგი კომბინაციის შემდეგ გიორგი ქვილითაიამ ახლოდან გადაგზავნა ბურთი კარში. საგოლე პასი ზაზა ჭელიძისა იყო.

პარუნაშვილის გოლამდე ერთი წუთით ადრე დინამოელებმა პენალტი ვერ გამოიყენეს: მათე ცინცაძის დარტყმული ბატე-ს მეკარე შცერბიცკიმ მოიგერია. მეორე ნახევარში აქტიურ ბაჩანა არაბულსაც ჰქონდა მომენტი და ისევ ბელარუსთა მეკარემ იმარჯვა, დამატებაზე კი ჭელიძემ ააცილა.

მართალია, მატჩი ამხანაგური იყო, მაგრამ დინამოელთა თამაში მართლაც კარგი საყურებელი იყო. ისიც აღვნიშნოთ, რომ ბატე-ს ყველა წამყვანი ფეხბურთელი ჰყავდა მოედანზე.

დინამო-ბატე 2:0 VIDEO

დინამო: ჰრდლიჩკა, ჭელიძე, რენე (გველესიანი 46), ამისულაშვილი (კირკიტაძე 46), გურული (კობოური 46), ცინცაძე (ჟაჟა 60), პარუნაშვილი (ჯანელიძე 46), ალვარო (საბა ლობჟანიძე 46), ჯიღაური (არაბული 46)), კიტეიშვილი (ჟაჟა 46), გელაშვილი (ქვილითაია 46)

გოლები: 1:0 პარუნაშვილი (45), 2:0 ჭელიძე (51)

შემდეგ მატჩს დინამოელები 7 თებერვალს სერბეთის "ვოივოინასთან" გამართავენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.131792