იტალიური “მილანის” ბანაკში კარგი ამბებია. გარდა იმისა, რომ “როსონერიმ” ბოლო დროს თამაშის ხარისხი მკვეთრად გამოაკეთა და უკანასკნელ 5 მატჩში 11 ქულა დააგროვა, გუნდს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა, ჟერემი მენეზი დაუბრუნდა. გამოცემა “ტუტოსპორტის” ინფორმაციით, 28 წლის თავდამსხმელმა დღეს, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა. ჯერჯერობით უცნობია, მიიღებს თუ არა ფრანგი ფეხბურთელი დამდეგ უიქ-ენდზე “უდინეზესთან” შეხვედრაში მონაწილეობას.
შეგახსენებთ, მენეზს მიმდინარე სეზონში საერთოდ არ უთამაშია, ხოლო შარშან ლომბარდიელების ნათელი წერტილი გახლდათ და 31 თამაშში მეტოქეებს 16 გოლიც გაუტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
არ ბერდება ეს ქალი ძალიან მაგარიაა
კარგია!
მეტად ვყოფილიყავით განებივრებული ქართველთა წარმატებებით.
ნინო!! ქართული სპორტის ლეგენდა!!!