ფიფას განახლებულ რეიტინგში საქართველოს ეროვნულ ნაკრებს გასულ თვესთან შედარებით პოზიცია არ შუცვლია და მსოფლიოს 204 ნაკრებს შორის ისევ 120-ე ადგილზე იმყოფება. “ჯვაროსნები” 286 ქულით ტაილანდისა და ბელიზის ნაკრებებთან ინაწილებენ ამ პოზიციას, ერთი ქულით უსწრებენ სომხეთის ნაკრებს, ხოლო 119-ე ადგილზე მყოფ ბურუნდის 2 ქულით ჩამორჩებიან.
ცვლილებები არ შეხებია რეიტინგის მოწინავე ათეულსაც, რომელსაც სათავეში ისევ ბელგიის ეროვნული გუნდი უდგას.
აქვე ფიფას რეიტინგი 4 თებერვლის მონაცემებით:
1 - ბელგია - 1494 ქულა
2 - არგენტინა - 1455
3 - ესპანეთი - 1370
4 - გერმანია - 1347
5 - ჩილე - 1293
6 - ბრაზილია - 1251
7 - პორტუგალია - 1219
8 - კოლუმბია - 1211
9 - ინგლისი - 1106
10 - ავსტრია - 1091
...
17 - უელსი - 974
30 - ირლანდია - 810
51 - სერბეთი - 590
120 - საქართველო - 286
155 - მოლდოვა - 170
ავსტრიის, უელსის, ირლანდიის, სერბეთისა და მოლდოვის ნაკრებები მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევ ტურნირში საქართველოს ეროვნული გუნდის მოწინააღმდეგეები არიან.